Friday, February 28, 2014
Weekend + 1
შეიძლება ითქვას, რომ პარასკევი საღამო გუშინ მქონდა. მეგობრები სპონტანურად შევიკრიბეთ, დავლიეთ წითელი ღვინო, მივირთვით გემრიელი ობიანი ყველი (ძალიან მოუხდა ღვინოს), მოვუსმინეთ 90-იანების ჰიტებს (დავიწყეთ ქართულიდან და გავაგრძელეთ საერთაშორისოთი) და ყველაფერი ვიმღერეთ პარალელურად :)
თქვენ კი ბედნიერ შაბათ-კვირას და ორშაბათს გისურვებთ, კვირას საღამოს ოსკარებია და თავისუფლად შეგვიძლია ვუყუროთ, მეორე დღეს ხომ სამსახურებში არ ვიქნებით წასასვლელი! :)
მანამდე კი, შეგიძლიათ ამ ლინკს გადახედოთ და თანამედროვე და ძველი ეპოქის მსახიობ ქალებს შორის მსგავება აღმოაჩინოთ.
Sunday, February 23, 2014
Kargi Gogo
აშშ-ში, ქალაქ პორტლენდში, არსებობს ასეთი საკვები დაწესებულება - კარგი გოგო, რომელიც ამერიკელ ცოლ-ქმარს, შონს და მაკინზის ეკუთვნით. მათ გარკვეული პერიოდი საქართველოში იცხოვრეს და ისე მოიხიბლნენ აქაური კულტურით და სამზარეულოთი, რომ ამერიკაში დაბრუნებისას, გადაწყვიტეს კარგი გოგო გაეხსნათ.
კარგი გოგო პატარა ტრეილერშია გახსნილი, სადაც ხინკალს, ხაჭაპურს და ლობიანს თავად შონი და მაკინზი ამზადებენ.
ამ პატარა ვიდეოში კარგად ჩანს, როგორ ოსტატურად ახვევენ ხინკალს და ასევე ხაზგასმულია, რომ ჯორჯია ქვეყანაა და არა შტატი, რაც ხშირად ერევათ ამერიკელებს :)
ფოტოები აღებულია საიტიდან - Behind the Food Carts
უფრო მეტ ინფორმაციას კარგ გოგოზე კი შეგიძლიათ აქ გაეცნოთ - Kargi Gogo (და თუ პორტლენდში მოხვდებით, დააგემოვნოთ კიდეც).

Sunday, February 16, 2014
The Cosmos Bed
დიზაინერმა ნატალია რუმიანცევამ მომავლის, უფრო სწორედ კი, კოსმოსური საწოლი შექმნა.
საწოლს აქვს აუდიო სისტემა, რომლის საშუალებითაც ძილის წინ დამამშვიდებელ მუსიკას ჩაგირთავთ, დილით კი მაღვიძარის ფუნქციაც შეუძლია შეასრულოს.
"ჭერში" დამონტაჟებული სანათები კი ვარსკვლავიანი ცის იმიტაციას ქმნის (და ამის გამოა ყველაზე საინტერესო).
მოგწონთ ეს საწოლი? მე მგონია, რომ თავს არც თუ ისე კომფორტულად ვიგრძნობდი მასში. შეიძლება, ამ საკითხში ძველმოდური ვარ, მაგრამ ჩვეულებრივი, ძველებური საწოლი მირჩევნია.
წყარო: My Modern Met

Saturday, February 15, 2014
La Dolce Vita
გინახავთ ეს ძალიან კარგი ფილმი?
მე დიდი ხნის წინ მქონდა დაწყებული, მაგრამ რაღაც შეუცნობელი მიზეზების გამო, ვერ ვაგრძელებდი და დღეს დავამთავრე.
არ ვიცი, რა მაგიის წყალობითაა, მაგრამ ძველი ფილმებისგან ის აურა მოდის, რომელიც არც ერთ თანამედროვე ფილმს აღარ შემორჩა. მითუმეტეს, როცა საუბარი გვაქვს იტალიურ კინოზე და მითუმეტეს, ფედერიკო ფელინიზე.
ეს ფილმი არის 50-იანი წლების მიწურულის იტალიურ ცხოვრებაზე. ჟურნალისტი მარჩელო (მარჩელო მასტროიანი) ამ ბობოქარ ცხოვრებაში აქტიურადაა ჩართული. თითქოს ეს ყველასათვის საოცნებო ცხოვრებაა - ხმაურიანი საღამოები, ბრჭყვიალა ტანსაცმელი, მშვენიერი ქალები.. მაგრამ რაღაც მომენტში, როცა ვუყურებდი ერთ ძველისძველ სასახლეში გამართულ წვეულების ეპიზოდს, ვიგრძენი რომ ეს იყო ჯოჯოხეთი დედამიწაზე და სხვა არაფერი, სადაც ყველა ადამიანი მარტოსულია.
კინომცოდნე არ ვარ, ამიტომ არც ფილმების პროფესიული თვალით შეფასება შემიძლია. მხოლოდ შემიძლია ვთქვა, რომ ეს ერთ-ერთი სრულყოფილი ფილმია კინემატოგრაფიაში. ისეთ მშვენიერი მსახიობებით, როგორებიც არიან ანუკ ემე, ანიტა ეკბერგი და მაგალი ნოელი (ამ უკანასკნელზე დიდხანს ვფიქრობდი, მომწონდა თუ არა, საბოლოოდ კი მივხვდი, რომ მომაჯადოვებელი ქალია). და რა თქმა უნდა, საოცრად მიმზიდველი მარჩელო მასტროიანი.
ბედნიერ შაბათ-კვირას გისურვებთ და ამ ძალიან ლამაზ ცეკვის ეპიზოდს გიტოვებთ ფილმიდან :)

Thursday, February 13, 2014
Wax games
დღევანდელი დღის აღმოჩენა ეს საინტერესო სათამაშოები გახდა, რომლებსაც ამერიკელი ჰოანგ ტრანი ფერადი ფანქრებისგან ძერწავს.
მის ტამბლერზე სხვადასხვა კომიქსების, ტვ შოუების, ანიმეების და სერიალების გმირებს შეხვდებით.
რა თქმა უნდა მე განსაკუთრებით ვარსკვლავური ომების პერსონაჟებმა მომტაცეს თვალი, ამიტომ პირველ რიგში მათ წარმოგიდგენთ:
იოდა |
ჩიუბაკა |
R2D2 |
დარტ ვეიდერი |
Jawa |
C-3PO |
Ewok |
ვარსკვლავურ ომებს გავცდეთ:
Studo Ghibli |
Hellboy |
Bender |
Walter - from The Big Lebowski |
Doctor Who Dalek |
Great House Sigils - from the Game of Thrones |
ფოტოები: Wax Nostalgic
თუ სურვილი გექნებათ, ნამუშევრების შეძენა შეგიძლიათ აქ, შესაძლებელია სპეციალური შეკვეთებიც.
Wednesday, February 12, 2014
Postcards from Georgia
გუშინ დილით წინა პოსტზე დიდი კომენტარი დამხვდა. სპამად ჩავთვალე, თუმცა დამაინტერესა და მაინც გადავიკითხე.
მას შემდეგ, რაც ბლოგსაც გადავხედე, გადავწყვიტე ემილიოს შესახებ თქვენთვისაც მეამბო.
ემილიო ფერნანდესი ესპანელია და მადრიდთან ახლოს, პატარა ქალაქში ცხოვრობს. მას მოგზაურობა უყვარს, ძალიან აინტერესებს მსოფლიო ხალხების კულტურული თავისებურებები, სხვადასხვა ქვეყნის სანახაობები, ბუნება და სხვა დეტალები. უნდა ეს ყველაფერი საკუთარი თვალით ნახოს, მაგრამ ვინაიდან ფინანსები არ აძლევს საშუალებას, წარმოსახვით მოგზაურობს დედამიწის სხვადასხვა კუთხეში.
ამისათვის მან მეტად საინტერესო ხერხი მოიფიქრა – საფოსტო მარკები. ის ამბობს, რომ მარკების საშუალებით ადვილია ქვეყნის შესახებ ინფორმაციის მოპოვება, ვინაიდან ხშირად მარკებზე კულტურული ძეგლები და სხვა ღირშესანიშნაობებია გამოსახული.
ემილიოს სხვადასხვა ქვეყნიდან უგზავნიან წერილებს და უკვე საკმაოდ ბევრი დაუგროვდა, როგორც მის ბლოგზე ვნახე.
თუ ვინმეს გაქვთ სურვილი, მას წერილი მისწეროთ, შეგიძლიათ ამ მისამართზე გაუგზავნოთ:
Emilio Fernandez Esteban
Avenida Juan de la Cierva, 44
28902 Getafe (Madrid)
Spain
მაინც ბოლომდე არ მჯერა, მაგრამ ვაპირებ, ესპანეთში წერილი გავგზავნო :)
ფოტო: Cover from Georgia

Tuesday, February 11, 2014
Eat, pray, love
დღეს სამსახურში ესპანურ Elle-ს ვათვალიერებდი. მსოფლიოს სხვადასხვა კუთხის გამორჩეული ბინების მოვლის შემდეგ, ესპანეთის საუკეთესო რესტორნებს გავეცანი.
მე გემრიელად ჭამის მოყვარულ ადამიანი ვარ. მიყვარს ახალი ადგილების გაცნობა და იქაური სამზარეულოს შეფასება (ამ შემთხვევაში საკვებ დაწესებულებებს ვგულისხმობ). ვერ ვიტყვი, რომ ყველა თბილისური კაფე და რესტორანი მაქვს შემოვლილი, მაგრამ სულ მცირე, უმეტესობის ინტერიერს მაინც ვიცნობ ინტერნეტის საშუალებით. ესპანური კაფეების ნახვის შემდეგ კი გუნება გამიფუჭდა, ნუთუ ასე დაგვიქვეითდა ქართველებს ფანტაზია, რომ ყოველი ახალი კაფე ვინტაჟის სტილში არ იყოს გაფორმებული? აი მე, ყოვლად გამოუცდელი რომ დამსვა და ერთი დღე იდეებზე ვიფიქრო, რამდენიმე ვარიანტი აუცილებლად მექნება, რომლებიც დამუშავების შემდეგ, კარგ ინტერიერად შეიძლება გადაიქცეს. მითუმეტეს, ამ საქმეში განსწავლულებს არ უნდა ჰქონდეთ წესით პრობლემა. ალბათ, მინიმალური ფინანსური დანახარჯით და ზედმეტი ფიქრის გარეშე სურთ წარმატების მიღწევა. მე კი ძალიან არ მსიამოვნებს ყველგან ერთი და იგივე სავარძლების, ძველი ჩაიდნების და კარადების ყურება (ეს საუკეთესო შემთხვევაში, თორემ ისე ერთფეროვნების უფრო ცუდი ვარიანტები ჭარბობს).
ესეც ესპანური დეკორი : )
თუმც ქართველების სასარგებლოდ უნდა აღვნიშნო, რომ ეს რესტორნები ყველა ძვირადღირებულია და ნებისმიერ თბილისურ კაფეს თუ რესტორანს ვერ მოსთხოვ უმაღლეს დონეზე ჰქონდეთ ინტერიერი მოწყობილი, მაგრამ იდეის აღება მაინც შეიძლება :)
ფოტოები: Top Restaurants

Saturday, February 8, 2014
Denim love
დღეს მინდა გესაუბროთ ჯინსებზე. ყველასათვის საყვარელ, მოსახერხებელ და მუდამ აქტუალურ სამოსზე.
ფოტოები: J.Crew Denim
ფოტოები: J.Crew Denim
Subscribe to:
Posts (Atom)