მართალია, დღევანდელ დღეს ყველაფერი უკვე ელექტრონული გახდა და ქინდლმა თითქმის ჩაანაცვლა წიგნი, მაინც მგონია, რომ წიგნს თავის სპეციფიკა აქვს და მე ჯერჯერობით, ჯიუტად ვაგრძელებ ჩანთით წიგნების ტარებას : )
თუმცა, არ ვარ ისეთი რადიკალი, ქინდლი საერთოდ უარვყო და ნელ-ნელა ვფიქრობ ყიდვაზე, თუმცა, ალბათ უფრო სამგზავროდ გამოვიყენებ ხოლმე.
თქვენ როგორ ფიქრობთ, საერთოდ უნდა ამოვიღოთ წიგნი ხმარებიდან?
და რას კითხულობთ ახლა?
ეს მშვენიერი თარო კი საკითხავ კუთხედაც (თუ საკითხავ წრედ?) გამოდგება:
ფოტო: Elle
Showing posts with label Decor. Show all posts

Tuesday, March 4, 2014
Tuesday, February 11, 2014
Eat, pray, love
დღეს სამსახურში ესპანურ Elle-ს ვათვალიერებდი. მსოფლიოს სხვადასხვა კუთხის გამორჩეული ბინების მოვლის შემდეგ, ესპანეთის საუკეთესო რესტორნებს გავეცანი.
მე გემრიელად ჭამის მოყვარულ ადამიანი ვარ. მიყვარს ახალი ადგილების გაცნობა და იქაური სამზარეულოს შეფასება (ამ შემთხვევაში საკვებ დაწესებულებებს ვგულისხმობ). ვერ ვიტყვი, რომ ყველა თბილისური კაფე და რესტორანი მაქვს შემოვლილი, მაგრამ სულ მცირე, უმეტესობის ინტერიერს მაინც ვიცნობ ინტერნეტის საშუალებით. ესპანური კაფეების ნახვის შემდეგ კი გუნება გამიფუჭდა, ნუთუ ასე დაგვიქვეითდა ქართველებს ფანტაზია, რომ ყოველი ახალი კაფე ვინტაჟის სტილში არ იყოს გაფორმებული? აი მე, ყოვლად გამოუცდელი რომ დამსვა და ერთი დღე იდეებზე ვიფიქრო, რამდენიმე ვარიანტი აუცილებლად მექნება, რომლებიც დამუშავების შემდეგ, კარგ ინტერიერად შეიძლება გადაიქცეს. მითუმეტეს, ამ საქმეში განსწავლულებს არ უნდა ჰქონდეთ წესით პრობლემა. ალბათ, მინიმალური ფინანსური დანახარჯით და ზედმეტი ფიქრის გარეშე სურთ წარმატების მიღწევა. მე კი ძალიან არ მსიამოვნებს ყველგან ერთი და იგივე სავარძლების, ძველი ჩაიდნების და კარადების ყურება (ეს საუკეთესო შემთხვევაში, თორემ ისე ერთფეროვნების უფრო ცუდი ვარიანტები ჭარბობს).
ესეც ესპანური დეკორი : )
თუმც ქართველების სასარგებლოდ უნდა აღვნიშნო, რომ ეს რესტორნები ყველა ძვირადღირებულია და ნებისმიერ თბილისურ კაფეს თუ რესტორანს ვერ მოსთხოვ უმაღლეს დონეზე ჰქონდეთ ინტერიერი მოწყობილი, მაგრამ იდეის აღება მაინც შეიძლება :)
ფოტოები: Top Restaurants

Subscribe to:
Posts (Atom)