Showing posts with label Marcello Mastroianni. Show all posts
Showing posts with label Marcello Mastroianni. Show all posts

Saturday, February 15, 2014

La Dolce Vita

 გინახავთ ეს ძალიან კარგი ფილმი?

  მე დიდი ხნის წინ მქონდა დაწყებული, მაგრამ რაღაც შეუცნობელი მიზეზების გამო, ვერ ვაგრძელებდი და დღეს დავამთავრე.

 არ ვიცი, რა მაგიის წყალობითაა, მაგრამ ძველი ფილმებისგან ის აურა მოდის, რომელიც არც ერთ თანამედროვე ფილმს აღარ შემორჩა. მითუმეტეს, როცა საუბარი გვაქვს იტალიურ კინოზე და მითუმეტეს, ფედერიკო ფელინიზე.

 ეს ფილმი არის 50-იანი წლების მიწურულის იტალიურ ცხოვრებაზე. ჟურნალისტი მარჩელო (მარჩელო მასტროიანი) ამ ბობოქარ ცხოვრებაში აქტიურადაა ჩართული. თითქოს ეს ყველასათვის საოცნებო ცხოვრებაა - ხმაურიანი საღამოები, ბრჭყვიალა ტანსაცმელი, მშვენიერი ქალები.. მაგრამ რაღაც მომენტში, როცა ვუყურებდი  ერთ ძველისძველ სასახლეში გამართულ წვეულების ეპიზოდს, ვიგრძენი რომ ეს იყო ჯოჯოხეთი დედამიწაზე და სხვა არაფერი, სადაც ყველა ადამიანი მარტოსულია.

  კინომცოდნე არ ვარ, ამიტომ არც ფილმების პროფესიული თვალით შეფასება შემიძლია. მხოლოდ შემიძლია ვთქვა, რომ ეს ერთ-ერთი სრულყოფილი ფილმია კინემატოგრაფიაში. ისეთ მშვენიერი მსახიობებით, როგორებიც არიან ანუკ ემე, ანიტა ეკბერგი და მაგალი ნოელი (ამ უკანასკნელზე დიდხანს ვფიქრობდი, მომწონდა თუ არა, საბოლოოდ კი მივხვდი, რომ მომაჯადოვებელი ქალია). და რა თქმა უნდა, საოცრად მიმზიდველი მარჩელო მასტროიანი.

 ბედნიერ შაბათ-კვირას გისურვებთ და ამ ძალიან ლამაზ ცეკვის ეპიზოდს გიტოვებთ ფილმიდან :)