მას შემდეგ, რაც ბლოგსაც გადავხედე, გადავწყვიტე ემილიოს შესახებ თქვენთვისაც მეამბო.
ემილიო ფერნანდესი ესპანელია და მადრიდთან ახლოს, პატარა ქალაქში ცხოვრობს. მას მოგზაურობა უყვარს, ძალიან აინტერესებს მსოფლიო ხალხების კულტურული თავისებურებები, სხვადასხვა ქვეყნის სანახაობები, ბუნება და სხვა დეტალები. უნდა ეს ყველაფერი საკუთარი თვალით ნახოს, მაგრამ ვინაიდან ფინანსები არ აძლევს საშუალებას, წარმოსახვით მოგზაურობს დედამიწის სხვადასხვა კუთხეში.
ამისათვის მან მეტად საინტერესო ხერხი მოიფიქრა – საფოსტო მარკები. ის ამბობს, რომ მარკების საშუალებით ადვილია ქვეყნის შესახებ ინფორმაციის მოპოვება, ვინაიდან ხშირად მარკებზე კულტურული ძეგლები და სხვა ღირშესანიშნაობებია გამოსახული.
ემილიოს სხვადასხვა ქვეყნიდან უგზავნიან წერილებს და უკვე საკმაოდ ბევრი დაუგროვდა, როგორც მის ბლოგზე ვნახე.
თუ ვინმეს გაქვთ სურვილი, მას წერილი მისწეროთ, შეგიძლიათ ამ მისამართზე გაუგზავნოთ:
Emilio Fernandez Esteban
Avenida Juan de la Cierva, 44
28902 Getafe (Madrid)
Spain
მაინც ბოლომდე არ მჯერა, მაგრამ ვაპირებ, ესპანეთში წერილი გავგზავნო :)
ფოტო: Cover from Georgia
ძალიან კარგს იზამ, მითუმეტეს, როცა იცი, როგორ ელიან.
ReplyDeleteთოვლის გუნდა მარკა რა ლამაზია!!!
სად მარტო დაჯდომა და წყაროებიდან ქვეყნის გაცნობა და სად ასე, ამ ფორმით! დარწმუნებული ვარ, მოეწონება საქართველო და დააინტერესებს. :)
თოვლის გუნდა მეც ყველაზე მეტად მომეწონა <3
Delete