ნეიშენალის სიმღერები იცით რას ჰგავს? დედა რომ გემრიელ პეროგს აცხობს. წინასწარ იცი, როგორი გემო ექნება, იმიტომ რომ დედა მას ხშირად გიცხობს. ძალიან ზუსტად იცი, გემო - მაგრამ მაინც მოუთმენლად ელი, რომ კიდევ ერთი გემრიელი, თბილი, ახალგამომცხვარი ნაჭერი შეჭამო. თეფშით წინ დაიდგამ, ცხელ-ცხელ და სურნელოვან ნამცხვარს და ერთი სული გაქვს, ნაცნობი გემო კიდევ ერთხელ გასინჯო. ჩანგლით პატარა ნაწილს ჩამოჭრი, პირში ჩაიდებ და სიამოვნებისგან სისხლი უფრო სწრაფად იწყებს დინებას. ეს პეროგი დედას გამომცხვარი ძველი პეროგების მსგავსი იქნება, მაგრამ თან რაღაც ახალი, უცხო არომატიც დაჰკრავს.
აი, ასეთია Sunshine on my back - ნეიშენალის ახალი სინგლი, რომელიც რამდენიმე დღის წინ გამოუშვეს.
ისეთივე მელანქოლიური, როგორც წინა სიმღერები. მოსმენისას ისევ მინდება, მე ვიყო სიმღერის პერსონაჟი გოგო (ოჰ, თინა, თინა!).
სხვა თუ არაფერი, ის მაინც შემიძლია, ბალახზე მუცლით დავწვე, იდაყვებზე დაყრდნობილი ვუსმენდე მეტის ხმას და გაზაფხულის მზე ზურგს მითბობდეს.
ეჰ, ეგეთია მეტი. რაღაც სენტიმენტალურ განწყობაზე გაყენებს და თან მტკივნეულად გაჯერებს, რომ მისი სიმღერის პერსონაჟი გოგო შენ ნამდვილად არ ხარ.
Showing posts with label Music. Show all posts
Showing posts with label Music. Show all posts
Saturday, April 4, 2015
Tuesday, May 13, 2014
Dead Man's Bones
რაიან გოსლინგი და ზაკ შილდსი პირველად 2005 წელს შეხვდნენ ერთმანეთს. მაშინ გოსლინგი მსახიობ რეიჩელ მაკადამსს ხვდებოდა, ზაკი - რეიჩელის დას. ერთ სახლში მოუწიათ ცხოვრება.
"როდესაც ზაკს პირველად შევხვდი, მას მაღალ ქუსლებზე ეცვა. გავიფიქრე - ვინ არის ეს ტიპი, რა უნდა ვაკეთო მასთან ერთად? მერე კი ვიფიქრე - ალბათ ბენდს შევქმნით."
თავიდან ერთმანეთი არ მოეწონათ. შემდეგ აღმოაჩინეს, რომ ორივეს უყვარდა საშინელებათა ფილმები და მოჩვენებები. გადაწყვიტეს, შეექმნათ პროექტი, რომელსაც უწოდეს Dead Man's Bones და ჩაწერეს იგივე სახელწოდების კონცეპტუალური ალბომი, მოჩვენებებით და ზებუნებრივი ძალებით სავსე.
სიმღერებში მონაწილეობა მიიღო ლოს-ანჯელესის ბავშვთა გუნდმა, რაც ძალიან საინტერესო გადაწყვეტილება იყო და სიმღერებს განსაკუთრებული ჟღერადობა მიანიჭა. ტურნეების დროს კი ადგილობრივ ბავშვებს არჩევენ. ისევე, როგორც როჯერ ვოტერსი - "The Wall"-ის ტურნეების დროს.
დუეტი რამდენიმე წესს განსაკუთრებულად იცავს. მაგალითად, ისინი ყველა მუსიკალურ ინსტრუმენტზე თავად უკრავენ, იმის მიუხედავად, რომ მანამდე ამის მწირი გამოცდილება ჰქონდათ. სიმღერის ჩაწერისას, სამ ცდაზე მეტს არასდროს აკეთებენ. მათთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ყველაფერი მაქსიმალურად რეალური იყოს.
სანამ ამ ჯგუფს გავეცნობოდი, მანამდე გოსლინგის სიმღერა Blue Valentine-ში მოვისმინე და ვიფიქრე, რომ მას სასაცილო ხმა ჰქონდა. ფილმში ასეც იყო.
თუმცა, როცა ჩემს საყვარელ სიმღერას - Lose Your Soul ვუსმენ, არ ვიცი, სხვა ვისი ხმა შეიძლებოდა ყოფილიყო ასე მშვენივრად შერწყმული მუსიკასთან, რაიანის ხმის გარდა.
მთელი ალბომი ზომბებით და მოჩვენებებითაა სავსე. მე კი არასდროს მეხატებოდა გულზე ზემოთქმული არსებები. მაგრამ ეს არ მიშლის ხელს, რომ ამ ალბომისგან სიამოვნება მივიღო. ბოლოს და ბოლოს, გოსლინგი თავის ხმის გამო შემიყვარდა, მის გარეგნობას რომ თავი დავანებოთ.
გიტოვებთ ზევით ნახსენებ, ჩემს საყვარელ სიმღერას. მოუსმინეთ და ეცადეთ, სული არ დაკარგოთ.
ფოტოები: Inspirationist და Pitchfork

Monday, April 21, 2014
Coachella
გუშინ კოაჩელას ფესტივალი დასრულდა. მთელი კვირის განმავლობაში ალბათ თქვენც გხვდებოდათ ფესტივალიდან ფერად-ფერადი და ენერგიის მატარებელი ფოტოები.
მაგალითად, დღეს ბიონსემ გამოაქვეყნა თავის ფეისბუქის გვერდზე რამდენიმე ფოტო.
ამ ფესტივალზე მოხვედრაზე ალბათ ბევრი თქვენგანი ოცნებობს. ფოტოებს და მზიან ველს რომ თავი დავანებოთ, ისეთი პერფორმერები არიან ყოველ წელს, რომ ძნელია არ იოცნებო.
წლევანდელი კოაჩელას რამდენიმე გამომსვლელის სურათებს მეც გაგიზიარებთ:
![]() |
| Lana Del Rey |
![]() |
| Woodkid |
![]() |
| Muse |
![]() |
| Pharrell Williams |
![]() |
| Arcade Fire |
ჩვენ მსგავსი Tbilisi Open Air და Batumi Summer Set გვაქვს (შარშან ასევე იყო ფესტივალი "ოაზისი" მცხეთაში). 2012 წლის Tbilisi Open Air იყო იდეალურთან მიახლოებული, კარგად შერჩეული ადგილით და გამომსვლელებით. რა თქმა უნდა იყო პატარ-პატარა მინუსები, მაგრამ ახლა წარსული დღეების გახსენება არ ღირს, მთავარია, როგორი ოუფენ ეარი გველოდება წელს. როგორც ვიცი, ჯერჯერობით დეტალები არ არის დაზუსტებული, მაგრამ ჩემს სურვილებს გამოვთქვამ, მე როგორი მინდა, რომ იყოს:
ღია ცის ქვეშ, ჭრელა-ჭრულა ტანსაცმლით, მოკლე შორტებით, თმაში ჩაწნული ყვავილებით, უცნაური აქსესუარებით, ბევრი ლუდით, მწვანე ბალახით, სუფთა ჰაერით და რაც მთავარია, მუსიკით, ისეთი მუსიკით, რომელზეც გიჟურად იცეკვებ და საერთოდ არ გაგახსენდება, რომ ვინმე გიყურებს.
შარშანდელი ოუფენ ეარი არ იყო ასეთი და ეს კარგად იციან თავად მესვეურებმაც. მართალია, მნიშვნელოვანია, თუ ვინ ჩამოგყავს ფესტივალზე, მაგრამ არა გადამწყვეტი. ამის გამო ხალხი სტადიონზე არ უნდა შეყუჟო და დიდი ფული არ უნდა გადააყრევინო. ამიტომ არ წავედი შარშან ოუფენ ეარზე. ჩემთვის გადამწყვეტი აღმოჩნდა ადგილი, და არა შემსრულებლები. ამიტომ ბევრი კარგი ბენდის ჩამოყვანას, ჯობია ერთი ჩამოვიდეს, სამაგიეროდ სივრცე და გარემო იძლეოდეს საშუალებას, რომ კარგად განიტვირთო და ისიამოვნო.
კოაჩელას დონის ფესტივალი დიდი ხანი ვერ გვექნება, სავარაუდოდ - არასდროს, ჩვენი ქვეყნის მასშტაბებიდან გამომდინარე. მაგრამ გარემო ნამდვილად გვიწყობს ხელს, რომ ფესტივალისთვის მშვენიერი ადგილები შევარჩიოთ. ამიტომ, დიდი იმედებით ველოდები წლევანდელ ოუფენ ეარს :)
პ.ს ყველა ფოტო (გარდა პირველისა) აღებულია კოაჩელას ოფიციალური პეიჯიდან.
Subscribe to:
Posts (Atom)