გუშინ კოაჩელას ფესტივალი დასრულდა. მთელი კვირის განმავლობაში ალბათ თქვენც გხვდებოდათ ფესტივალიდან ფერად-ფერადი და ენერგიის მატარებელი ფოტოები.
მაგალითად, დღეს ბიონსემ გამოაქვეყნა თავის ფეისბუქის გვერდზე რამდენიმე ფოტო.
ამ ფესტივალზე მოხვედრაზე ალბათ ბევრი თქვენგანი ოცნებობს. ფოტოებს და მზიან ველს რომ თავი დავანებოთ, ისეთი პერფორმერები არიან ყოველ წელს, რომ ძნელია არ იოცნებო.
წლევანდელი კოაჩელას რამდენიმე გამომსვლელის სურათებს მეც გაგიზიარებთ:
Lana Del Rey |
Woodkid |
Muse |
Pharrell Williams |
Arcade Fire |
ჩვენ მსგავსი Tbilisi Open Air და Batumi Summer Set გვაქვს (შარშან ასევე იყო ფესტივალი "ოაზისი" მცხეთაში). 2012 წლის Tbilisi Open Air იყო იდეალურთან მიახლოებული, კარგად შერჩეული ადგილით და გამომსვლელებით. რა თქმა უნდა იყო პატარ-პატარა მინუსები, მაგრამ ახლა წარსული დღეების გახსენება არ ღირს, მთავარია, როგორი ოუფენ ეარი გველოდება წელს. როგორც ვიცი, ჯერჯერობით დეტალები არ არის დაზუსტებული, მაგრამ ჩემს სურვილებს გამოვთქვამ, მე როგორი მინდა, რომ იყოს:
ღია ცის ქვეშ, ჭრელა-ჭრულა ტანსაცმლით, მოკლე შორტებით, თმაში ჩაწნული ყვავილებით, უცნაური აქსესუარებით, ბევრი ლუდით, მწვანე ბალახით, სუფთა ჰაერით და რაც მთავარია, მუსიკით, ისეთი მუსიკით, რომელზეც გიჟურად იცეკვებ და საერთოდ არ გაგახსენდება, რომ ვინმე გიყურებს.
შარშანდელი ოუფენ ეარი არ იყო ასეთი და ეს კარგად იციან თავად მესვეურებმაც. მართალია, მნიშვნელოვანია, თუ ვინ ჩამოგყავს ფესტივალზე, მაგრამ არა გადამწყვეტი. ამის გამო ხალხი სტადიონზე არ უნდა შეყუჟო და დიდი ფული არ უნდა გადააყრევინო. ამიტომ არ წავედი შარშან ოუფენ ეარზე. ჩემთვის გადამწყვეტი აღმოჩნდა ადგილი, და არა შემსრულებლები. ამიტომ ბევრი კარგი ბენდის ჩამოყვანას, ჯობია ერთი ჩამოვიდეს, სამაგიეროდ სივრცე და გარემო იძლეოდეს საშუალებას, რომ კარგად განიტვირთო და ისიამოვნო.
კოაჩელას დონის ფესტივალი დიდი ხანი ვერ გვექნება, სავარაუდოდ - არასდროს, ჩვენი ქვეყნის მასშტაბებიდან გამომდინარე. მაგრამ გარემო ნამდვილად გვიწყობს ხელს, რომ ფესტივალისთვის მშვენიერი ადგილები შევარჩიოთ. ამიტომ, დიდი იმედებით ველოდები წლევანდელ ოუფენ ეარს :)
პ.ს ყველა ფოტო (გარდა პირველისა) აღებულია კოაჩელას ოფიციალური პეიჯიდან.
სხვა ვის გავუზიარო, შენ გარდა და ბიონსეს მუღამს ვერ ვიგებ რა. აი, არაფერი არ მომწონს ამ ქალში საერთოდ, არც სიმღერა, არც attitude, არაფერი :( არ ვიცი, რატომ, მთელი მსოფლიო არ დამეთანხმება და მე მაინც უღიმღამო, ძალით ამოქაჩულს ვარსკვლავად მეჩვენება.
ReplyDeleteმე ვერ ვიტყვი, რომ გადარეული ვარ ბიონსეზე, მაგრამ მგონია, რომ ბევრს მუშაობს და უფასდება კიდეც. ჩემთვის უფრო ინსპირაციის წყაროა, ვიდრე კუმირი :))
Delete