ნეიშენალის სიმღერები იცით რას ჰგავს? დედა რომ გემრიელ პეროგს აცხობს. წინასწარ იცი, როგორი გემო ექნება, იმიტომ რომ დედა მას ხშირად გიცხობს. ძალიან ზუსტად იცი, გემო - მაგრამ მაინც მოუთმენლად ელი, რომ კიდევ ერთი გემრიელი, თბილი, ახალგამომცხვარი ნაჭერი შეჭამო. თეფშით წინ დაიდგამ, ცხელ-ცხელ და სურნელოვან ნამცხვარს და ერთი სული გაქვს, ნაცნობი გემო კიდევ ერთხელ გასინჯო. ჩანგლით პატარა ნაწილს ჩამოჭრი, პირში ჩაიდებ და სიამოვნებისგან სისხლი უფრო სწრაფად იწყებს დინებას. ეს პეროგი დედას გამომცხვარი ძველი პეროგების მსგავსი იქნება, მაგრამ თან რაღაც ახალი, უცხო არომატიც დაჰკრავს.
აი, ასეთია Sunshine on my back - ნეიშენალის ახალი სინგლი, რომელიც რამდენიმე დღის წინ გამოუშვეს.
ისეთივე მელანქოლიური, როგორც წინა სიმღერები. მოსმენისას ისევ მინდება, მე ვიყო სიმღერის პერსონაჟი გოგო (ოჰ, თინა, თინა!).
სხვა თუ არაფერი, ის მაინც შემიძლია, ბალახზე მუცლით დავწვე, იდაყვებზე დაყრდნობილი ვუსმენდე მეტის ხმას და გაზაფხულის მზე ზურგს მითბობდეს.
ეჰ, ეგეთია მეტი. რაღაც სენტიმენტალურ განწყობაზე გაყენებს და თან მტკივნეულად გაჯერებს, რომ მისი სიმღერის პერსონაჟი გოგო შენ ნამდვილად არ ხარ.
Couldn't be cuter...
ReplyDelete