მართალია, დღევანდელ დღეს ყველაფერი უკვე ელექტრონული გახდა და ქინდლმა თითქმის ჩაანაცვლა წიგნი, მაინც მგონია, რომ წიგნს თავის სპეციფიკა აქვს და მე ჯერჯერობით, ჯიუტად ვაგრძელებ ჩანთით წიგნების ტარებას : )
თუმცა, არ ვარ ისეთი რადიკალი, ქინდლი საერთოდ უარვყო და ნელ-ნელა ვფიქრობ ყიდვაზე, თუმცა, ალბათ უფრო სამგზავროდ გამოვიყენებ ხოლმე.
თქვენ როგორ ფიქრობთ, საერთოდ უნდა ამოვიღოთ წიგნი ხმარებიდან?
და რას კითხულობთ ახლა?
ეს მშვენიერი თარო კი საკითხავ კუთხედაც (თუ საკითხავ წრედ?) გამოდგება:
ფოტო: Elle
Showing posts with label Books. Show all posts

Tuesday, March 4, 2014
Thursday, January 30, 2014
Bookmarks
არ ვიცი, თქვენ გამოირჩევით თუ არა კარგი მეხსიერებით, მე კი ყოველთვის მავიწყდება, წიგნის რომელ გვერდზე ვჩერდები ხოლმე. ამიტომ, მუდმივად ვიყენებ სანიშნებს.
ეს ჩემი ამჟამინდელი დამხმარე, მასტერ იოდაა (რომელიც სინამდვილეში სულაც არ არის სანიშნი, მაისურის მარკა გახლავთ).
ინტერნეტში კი მეტად საინტერესო ნამუშევრებს წავაწყდი, რომლებიც კონკრეტული წიგნებისთვის არის განკუთვნილი.
მასალა აღებულია: bookmarks

Monday, December 9, 2013
Characters names
არ გიფიქრიათ, რატომ ჰქვიათ ცნობილ პერსონაჟებს მაინცდამაინც ეს სახელი და არა რომელიმე სხვა? ან როგორ ხდება მთავარი გმირისთვის სახელის შერჩევა?
მაგალითად, ჩარლზ დიკენსი და ჰენრი ჯეიმსი, წერას ვერ იწყებდნენ, თუ პერსონაჟისთვის სახელი არ ჰქონდათ მოფიქრებული. ისინი წინასწარ ადგენდნენ სახელების სიას, რათა მომავალში გამოეყენებინათ სხვადასხვა გმირისთვის.
ერთ ვებ გვერდზე, გადავაწყდი ძალიან საინტერესო სიას - ლიტერატურული პერსონაჟები, რომლებსაც სულ სხვა სახელების დარქმევას უპირებდნენ.
გენდალფი უნდა ყოფილიყო ბლედორთინი, მაგრამ შემდეგ ტოლკინმა გადაიფიქრა და ეს სახელი გარდაცვლილ მეფეს უწოდა, რომელიც მხოლოდ ერთხელ არის ნახსენები ნაწარმოებში.
სკარლეტ ო'ჰარას კი თითქმის ბოლო წუთამდე პენსი ეწოდებოდა და წიგნის დაბეჭდვამდე სულ ცოტა ხნით ადრე დაერქვა ცნობილი სახელი.
ბრემ სტოკერი აპირებდა დრაკულასთვის დაერქმია გრაფი ვამპირი, მაგრამ შემდეგ მიაკვლია, რომ ვლად II-ს ვლად დრაკულს ეძახდნენ და მაშინვე შეუცვალა სახელი თავის პერსონაჟს.
არტურ კონან დოილი კი ფიქრობდა, ჰოლმსისთვის შერინგფორდი ეწოდებინა, ხოლო ვატსონისთვის - ორმონდ სექერი.
პ.ს კიდევ რამდენიმე საინტერესო პერსონაჟზე ინფორმაციას შეგიძლიათ ამ საიტზე გაეცნოთ.

Subscribe to:
Posts (Atom)