არ გიფიქრიათ, რატომ ჰქვიათ ცნობილ პერსონაჟებს მაინცდამაინც ეს სახელი და არა რომელიმე სხვა? ან როგორ ხდება მთავარი გმირისთვის სახელის შერჩევა?
მაგალითად, ჩარლზ დიკენსი და ჰენრი ჯეიმსი, წერას ვერ იწყებდნენ, თუ პერსონაჟისთვის სახელი არ ჰქონდათ მოფიქრებული. ისინი წინასწარ ადგენდნენ სახელების სიას, რათა მომავალში გამოეყენებინათ სხვადასხვა გმირისთვის.
ერთ ვებ გვერდზე, გადავაწყდი ძალიან საინტერესო სიას - ლიტერატურული პერსონაჟები, რომლებსაც სულ სხვა სახელების დარქმევას უპირებდნენ.
გენდალფი უნდა ყოფილიყო ბლედორთინი, მაგრამ შემდეგ ტოლკინმა გადაიფიქრა და ეს სახელი გარდაცვლილ მეფეს უწოდა, რომელიც მხოლოდ ერთხელ არის ნახსენები ნაწარმოებში.
სკარლეტ ო'ჰარას კი თითქმის ბოლო წუთამდე პენსი ეწოდებოდა და წიგნის დაბეჭდვამდე სულ ცოტა ხნით ადრე დაერქვა ცნობილი სახელი.
ბრემ სტოკერი აპირებდა დრაკულასთვის დაერქმია გრაფი ვამპირი, მაგრამ შემდეგ მიაკვლია, რომ ვლად II-ს ვლად დრაკულს ეძახდნენ და მაშინვე შეუცვალა სახელი თავის პერსონაჟს.
არტურ კონან დოილი კი ფიქრობდა, ჰოლმსისთვის შერინგფორდი ეწოდებინა, ხოლო ვატსონისთვის - ორმონდ სექერი.
პ.ს კიდევ რამდენიმე საინტერესო პერსონაჟზე ინფორმაციას შეგიძლიათ ამ საიტზე გაეცნოთ.
rac chamotvale, yvela gacilebit warmatebuli versiit aris shecvlili : ) ) chven sabednierod :D ; )
ReplyDeleteგანსაკუთრებით გენდალფი : ))
Delete