Monday, May 12, 2014

This Week's Favorites

     არ ვიცი, მიხსენებია თუ არა, ნიუ იორკერის ქავერებით როგორ ვარ აღფრთოვანებული. ყოველთვის ძალიან კარგ, მიმდინარე პერიოდის შესაბამის ქავერებს აკეთებენ, ძალიან კარგი ილუსტრაციებით.  შეგიძლიათ მომავალი კვირის ქავერს (და ასევე წინა, თემატურ ქავერებსაც) გაეცნოთ ამ ლინკზე.

   ამ კიბეების შემხედვარე, აუცილებლად იფიქრებთ, რამდენი სასწაულის შექმნა შეუძლია ადამიანის ხელს. ველოდები, როდის გამოუჩნდებიან მიმდევრები საქართველოში. 

  ალბათ გახსოვთ, როგორ მიყვარს სკანდინავიური სახლები. ერთ-ერთი ასეთი ამ კვირაშიც შემოგვთავაზა სკანდინავიურმა სახლმა.

   ამ ფოტოებზე კი ნამდვილი ზაფხულია, მცხუნვარე მზით და მოკლე-მოკლე შორტიანი გოგოებით :)

 და ბოლოს, ჩემი საყვარელის ბლოგერის, სოფის პოსტი, სწორედ მას ვუმადლი კვირის ფავორიტების შესახებ საუბრის წამოწყებას. ამ პოსტში, ის თავის ფავორიტებზე გვიყვება.


საირმე

  ჩემს პირად ჰაილაითს რაც შეეხება, წინა შაბათ-კვირას საირმეში ვიყავი, რა?სად?როდის? ტურნირზე.  საოცრად მომეწონა ბუნება, შერეული ტყე, სუფთა ჰაერი, სასტუმროს წინ მოჩუხჩუხე მდინარე.. თუმცა თავად სასტუმროს რაც შეეხება, ნომრები დიდი ვერაფერი, დამატებითი გასართობი არაფერი ჰქონდათ (წინ იყო ბილიარდი, ტირი და მსგავსი აქტივობანი, თუმცა ფასიანი). საჭმელი იყო ბევრი, მაგრამ უგემური. თუმცა ეს ყველაფერი ჩვენთვის წვრილმანი იყო, ძალიან სასიამოვნოდ გავატარეთ დრო და დავიმუხტეთ დადებითი შთაბეჭდილებებით.


 კიდევ ერთხელ, წარმატებულ და ბედნიერ კვირას გისურვებთ!

4 comments:

  1. Mixaria da momwons sheni favoritebi zalian.
    Sairme martla ra lamazia, ara? Gansakutrebuli adgilia. Wyali dalie? Adre mandve gavsinje sairmeze (mineraluri wyali) mozelili comisgan gamomcxvari puri, imaze fafuki da gemrieli araferi maxsovs. Kidev mand bevri wablis taflia zafxulshi.

    Au Natalia, rogorme unda adge shen, moiaro Saqartvelo backpack-it da wero....... amaze kargi araferi iqneba internetshi mere.

    ReplyDelete
    Replies
    1. წყალი გავსინჯე, მაგრამ წამოღება დამავიწყდა და საშინლად ვნანობ :/

      საქართველოს მოვლას რაც შეეხება, დიდი იმედი მაქვს, რომ ამ ზაფხულს მაინც ავიხდენ ოცნებას და სადმე წავალ სალაშქროდ : ))

      Delete
  2. ვაიმე რამხელა კომენტარი დავწერე და აორთქლდა :(

    ხოდა მოკლედ ვიტყვი მაშინ იმას, რომ შენ ხარ ყველაზე პოზიტიური ბლოგერი. მუდამ მიხარია აქ შემოსვლა. გული მწყდება იმაზე, რომ ძველებურად ახლოს აღარ ვართ :(

    ReplyDelete
    Replies
    1. დიდი მადლობა ქეით <3

      Delete