Sunday, May 25, 2014

And we mean to go on, and on and on..

  მადრიდის რეალი აგერ უკვე მე-14 წელია, მიყვარს. რაული-მორიენტესის დუეტით დაწყებული და კასილასის გუშინდელი უთავბოლო შეცდომებით დამთავრებული.
 
  რაც არ უნდა იყოს, ქვინის ის სიმღერა, დღეს მადრიდის რეალის გულშემატკივრებისთვის ჟღერს და ჩემპიონები ჩვენ ვართ, მეგობარო.
 




  ეს ვიდეო ბონუსად:




2 comments:

  1. ჩემი ძმა გიჟდება რეალზე. მეც ავტომატურად, მის გამო :))) მადრიდში წავედით ბერნაბეუს გამო :))))) 40 გრადუს სიცხეში, სასტუმროდან გავვარდით პირდაპირ იქ. მუზეუმი აქვთ გადასარევი მოწყობილი. იქ ყველაფერი ზეპირად იცოდა, რა რა იყო და ვინ ვინ იყო :)))))) ბოლოს თასით გადაიღო ფოტო, რომელიც იქვე დაუბეჭდეს წარწერით: "მომენტოს ისტორიკოს". ცხრა თითი გაშალა ერთ ფოტოზე, იმ დროს ცხრაგზის ჩემპიონები იყვნენ. ისეთი ბედნიერი იყო, მეც მიხაროდა მის გამო. გუშინდელი თამაში როგორი ემოციური იყო! მართლა ლეგენდარული გუნდია. ბარსელონას ფანს რომ შევხვდები, უნებურად სიბრაზე მივლის, თან გონებაში მეცინება.

    ReplyDelete
    Replies
    1. ვაიმე, რა თამაში იყო მართლა, სასწაული მოახდინა ბოლო წამს რამოსმა : ))

      ბარსელონას და რეალის ფანების ურთიერთდამოკიდებულება სასაცილოა მართლა :))

      Delete