Saturday, May 10, 2014

დაუნთაუნი - გაგრძელება

  მას შემდეგ, რაც წინა პოსტი გამოვაქვეყნე, ბლოგის პეიჯზე წერილი მომივიდა. დაუნთაუნის წარმომადგენელს, ანას, საუბარი და ამ პრობლემის დეტალური განხილვა სურდა. შემდეგ საღამოს ტელეფონზე ვისაუბრეთ კიდეც, მან ბოდიში მოიხადა, მითხრა, რომ შესაბამისი პერსონალი დაისჯებოდა და ასევე, ვაუჩერი მაჩუქა.

  სავარაუდოდ, ვაუჩერს არ გამოვიყენებ (გარკვეული მიზეზების გამო), თუმცა თავად ფაქტი ძალიან დასაფასებელია. საქართველოში, როგორც წესი, ცივილიზებული მეთოდებით შეცდომის გამოსწორება უცხო ხილია. ამიტომ, ჩემთვის ძალიან სასიამოვნო იყო, ამ ერთ პოსტს ყურადღება რომ  მიაქციეს და შესაბამისი რეაგირება მოახდინეს.

  იმედი მაქვს, მსგავსი შემთხვევების აღწერა აღარ მომიწევს პოსტებში და უფრო დადებით მხარეებზე მექნება ყურადღება გასამახვილებელი, ვინაიდან მომავალში აქტიურად ვგეგმავ სხვადასხვა საკვები დაწესებულებების შესახებ წერას :)

8 comments:

  1. მშვენიერია ფაქტი დაფიქსირდა ;)

    ReplyDelete
  2. მეი ი ჰევ thე ვაუჩერ?

    ReplyDelete
  3. ბანკებზე უნდა დავიწყო წერა :):):)

    ReplyDelete
  4. მეც მივწერე ერთხელ ერთ-ერთ დაწესებულებას, ცუდად მომექცა პერსონალი_თქო და კინოს ბილეთები და ბაბლ-თი მაჩუქეს. მეც არ გამომიყენებია საჩუქრები, მაგრამ ფაქტი მესიამოვნა :)

    ReplyDelete
    Replies
    1. მეც ყველაზე მეტად ფაქტმა გამახარა : ))

      Delete