Saturday, April 4, 2015

Sunshine On My Back

   ნეიშენალის სიმღერები იცით რას ჰგავს? დედა რომ გემრიელ პეროგს აცხობს. წინასწარ იცი, როგორი გემო ექნება, იმიტომ რომ დედა მას ხშირად გიცხობს. ძალიან ზუსტად იცი, გემო - მაგრამ მაინც მოუთმენლად ელი, რომ კიდევ ერთი გემრიელი, თბილი, ახალგამომცხვარი ნაჭერი შეჭამო. თეფშით წინ დაიდგამ, ცხელ-ცხელ და სურნელოვან ნამცხვარს და ერთი სული გაქვს, ნაცნობი გემო კიდევ ერთხელ გასინჯო. ჩანგლით პატარა ნაწილს ჩამოჭრი, პირში ჩაიდებ და სიამოვნებისგან სისხლი უფრო სწრაფად იწყებს დინებას. ეს პეროგი დედას გამომცხვარი ძველი პეროგების მსგავსი იქნება, მაგრამ თან რაღაც ახალი, უცხო არომატიც დაჰკრავს.

  აი, ასეთია Sunshine on my back - ნეიშენალის ახალი სინგლი, რომელიც რამდენიმე დღის წინ გამოუშვეს.
   
  ისეთივე მელანქოლიური, როგორც წინა სიმღერები. მოსმენისას ისევ მინდება, მე ვიყო სიმღერის პერსონაჟი გოგო (ოჰ, თინა, თინა!).
 სხვა თუ არაფერი, ის მაინც შემიძლია, ბალახზე მუცლით დავწვე, იდაყვებზე დაყრდნობილი ვუსმენდე მეტის ხმას და გაზაფხულის მზე ზურგს მითბობდეს.

 ეჰ, ეგეთია მეტი. რაღაც სენტიმენტალურ განწყობაზე გაყენებს და თან მტკივნეულად გაჯერებს, რომ მისი სიმღერის პერსონაჟი გოგო შენ ნამდვილად არ ხარ.


Tuesday, February 24, 2015

Oscar 2015 - red carpet favorites

 ოსკარი. წითელი ხალიჩა. ფერადი კაბები. რაც არ უნდა უარვყოთ და თავი მოვაჩვენოთ, რომ არ გვაინტერესებს, ეს მხარე ყოველთვის იქცევს ყურადღებას. გამარჯვებულებთან ერთად, კაბებიც აქტიური განხილვის საგანი ხდება ხოლმე.

  წელს ერთი ნახვით არც ერთი კაბა შემყვარებია. თუმცა რამდენიმემ ჩემი გული მოიგო :)

კეიტ ბლანშეტი მეისონ მარგიელას კაბაში.

   კეიტ ბლანშეტი. როცა ეს სახელი და გვარი გესმით, ტვინის რომელიღაც ნაწილში სუბიექტურობის ნათურა არ გენთებათ? მე არ ვიცი, ეს კაბა მართლა მომწონს თუ არა. უბრალოდ, როცა ვუყურებ, თუ როგორ მოსავს ის კეიტ ბლანშეტს, ვფიქრობ, რომ ყველაზე სრულყოფილი კაბაა, ყველაზე სრულყოფილ ქალზე.




 კირა ნაითლი, ვალენტინოს კაბით.



მშვენიერი, კარგი და ორსული კირა :)



ჯესიკა ჩესტეინი ჟივენშის midnight blue კაბაში.


ამ კაბით მოხიბვლაში წამყვანი როლი ფერმა და გულმკერდის არის დიზაინმა ითამაშა :)


 ლეიდი გაგა, რომელიც Azzedine Alaïa-ს კაბაში იყო გამოწყობილი. ამ დიზაინერის სამოსი პირველად გამოჩნდა ოსკარის წითელ ხალიჩაზე.





ბოლოს, ელი სააბის გოგონები -

ჯენიფერ ლოპესი




ემა სტოუნი