Tuesday, February 24, 2015

Oscar 2015 - red carpet favorites

 ოსკარი. წითელი ხალიჩა. ფერადი კაბები. რაც არ უნდა უარვყოთ და თავი მოვაჩვენოთ, რომ არ გვაინტერესებს, ეს მხარე ყოველთვის იქცევს ყურადღებას. გამარჯვებულებთან ერთად, კაბებიც აქტიური განხილვის საგანი ხდება ხოლმე.

  წელს ერთი ნახვით არც ერთი კაბა შემყვარებია. თუმცა რამდენიმემ ჩემი გული მოიგო :)

კეიტ ბლანშეტი მეისონ მარგიელას კაბაში.

   კეიტ ბლანშეტი. როცა ეს სახელი და გვარი გესმით, ტვინის რომელიღაც ნაწილში სუბიექტურობის ნათურა არ გენთებათ? მე არ ვიცი, ეს კაბა მართლა მომწონს თუ არა. უბრალოდ, როცა ვუყურებ, თუ როგორ მოსავს ის კეიტ ბლანშეტს, ვფიქრობ, რომ ყველაზე სრულყოფილი კაბაა, ყველაზე სრულყოფილ ქალზე.




 კირა ნაითლი, ვალენტინოს კაბით.



მშვენიერი, კარგი და ორსული კირა :)



ჯესიკა ჩესტეინი ჟივენშის midnight blue კაბაში.


ამ კაბით მოხიბვლაში წამყვანი როლი ფერმა და გულმკერდის არის დიზაინმა ითამაშა :)


 ლეიდი გაგა, რომელიც Azzedine Alaïa-ს კაბაში იყო გამოწყობილი. ამ დიზაინერის სამოსი პირველად გამოჩნდა ოსკარის წითელ ხალიჩაზე.





ბოლოს, ელი სააბის გოგონები -

ჯენიფერ ლოპესი




ემა სტოუნი



5 comments:

  1. გვინეტის კაბა სადაა? მე ყველაზე მეტად მომეწონა.
    ჯენიფერზე ეწერა, ვიღაცას ეცვა მისნაირიო, მერე ჯენი განრისხდა. გადარეკა გადმორეკა და იმავე დღეს ფართიზე სხვა კაბით გამოცხადდაო :)))
    შენი ახალი ბექგრაუნდი როა, ისეთი ქვედაბოლო მექნებოდა! :)

    ReplyDelete
    Replies
    1. მე ის მიკვირს, ელი სააბი ასეთ სასწაულ კაბებს რომ კერავს, რატომ ყველა მას არ მიმართავს წითელი ხალიჩისთვის გამოსაწყობად :)) უნდა ვაღიარო, რომ ბევრად უკეთესი კაბები აქვს, ვიდრე ჯენიფერმა და ემამ აირჩიეს :)
      ეგ ამბავი არ ვიცოდი, მესმის ჯენიფერის, ყველაზე საშინელი რამეა, შენნაირად რომ სხვასაც აცვია :))

      Delete
    2. :D :D
      http://www.dailymail.co.uk/tvshowbiz/article-2966035/Julie-Andrews-79-hasn-t-seen-50-Shades-Grey-tells-Kelly-Ripa-wouldn-t-mind-spanking.html

      უბერებელი ჯული ენდრიუსი

      http://www.dailymail.co.uk/tvshowbiz/article-2967830/Reese-Witherspoon-dons-festive-print-sweater-indulge-post-Oscars-retail-therapy.html

      ეს ქალი მომწონს კიდე :) კუკლა :)

      Delete
  2. ქეით ბლანშეტზე ოდნავადაც არ ხარ სუბიექტური, ყოველთვის იცის, რა ჩაიცვას, რა გამოაჩინოს და რა - არა. ძალიან მაგარი ქალია.

    კირა კიდევ მიყვარს, ორსული კიდევ უფრო ამ ლამაზ კაბაში.
    და ყოველთვის ყოველთვის შენთან ასოცირდება :-)

    ReplyDelete
    Replies
    1. რა მაგარია ^_^ - მე რომ კირასთან ვასოცირდები :)

      Delete