Tuesday, September 27, 2016

1 კვირა - 3 რეჟისორი

 ალბათ ბევრისგან გსმენიათ, რომ სერიალების გადამკიდე, ფილმებს ვეღარ უყურებს. მეც ერთ-ერთი მათგანი ვარ. სანამ ფილმს ავარჩევ, იმდენი დრო მჭირდება, რომ ამ პერიოდში რამდენიმე გამზადებული სერიალი მახსენდება ხოლმე. საბოლოოდ, ფილმების ძებნით ვიღლები და ისევ სერიალს ვრთავ.
 ამიტომ გადავწყვიტე, რომ (ცივი) შემოდგომა საუკეთესო დროა კარგი ფილმების სანახავად. ამის შესახებ პოსტის დაწერა კი კიდევ უფრო დამეხმარება, რომ რაც შეიძლება მალე და განსაზღვრულ დროში ვნახო კონკრეტული რეჟისორების ფილმები.

 მოკლედ, მართალია ორშაბათი არაა, მაგრამ ვფიქრობ, სამშაბათიც არაა ურიგო დღე რეჟისორების კვირეულის დასაწყებად.

  პირველი კვირისთვის კლასიკური რეჟისორები ავარჩიე. კვირის ბოლომდე, თითოეული რეჟისორის 3-3 ფილმს ვნახავ. ფილმების შერჩევისას უკვე ნანახი ფილმები გამოირიცხა, ამიტომ თუ ფიქრობთ, რომ უკეთესი სამეული უნდა შემერჩია, სავარაუდოდ ის ფილმები უკვე ნანახი მაქვს.

მოკლედ, პირველი სია ასე გამოიყურება:


1) სტენლი კუბრიკი

 ფართოდ დახუჭული თვალები (Eyes Wide Shut)

 ბარი ლინდონი (Barry Lyndon)

 სპარტაკი (Spartacus)


2) ფედერიკო ფელინი

 კაბირიის ღამეები (Nights of Cabiria)

 რვა ნახევარი (8½)

 გზა (La Strada)


3) ალფრედ ჰიჩკოკი

 ვერტიგო (Vertigo)

 დაიჭირო ქურდი (To Catch a Thief)

 ჩიტები (The Birds)


თუ ფილმებთან (ან რეჟისორებთან) დაკავშირებით რამე კომენტარის გაკეთება გსურთ, feel free to do it :)

14 comments:

  1. ფელინის სამივე ზღაპარი და უზღაპრესია. ჰიჩკოკის "რებეკას" მივამატებდი.
    კარგი გეგმაა <3

    ReplyDelete
  2. imdb-ზე დარეგისტრირებული ხარ?

    ReplyDelete
  3. დაგამტებ, აბა პროფილის ლინკი მომეცი.
    მე ძალიან მიყვარს ეგ საიტი და ლისტებს ვაკეთებ ხოლმე და შენც გირჩევ ;)
    ეს მე: http://www.imdb.com/user/ur18231107/?ref_=nb_usr_prof_0

    ReplyDelete
    Replies
    1. უი, მანდ დამატება მოსულა? :))

      აგერ ბატონო - http://www.imdb.com/user/ur24181677/?ref_=nb_usr_prof_0

      Delete
    2. კი გვერდზე "Add as Friend" შეგიძლია.
      უი, ფილმებს ქულებს არ უწერ? მე მეგონა გნახავდი, რა როგორ შეაფასე. :დ

      Delete
    3. კი კი, აქტიურად ვაფასებ ხოლმე. მგონი ფაბლიქ რომ არ მქონდა, იმიტომ ვერ ხედავ. გავაფაბლიქე ახლა.

      Delete
    4. უჰ, რა კაია რომ გამახსენე, მტვერი გადავწმინდე იქაურობას :დ

      Delete
    5. როგორ მიყვარს მეც მტვრის გადაწმენდა <3
      ჯერ არ ჩანს კიდე, ალბათ, სისტემას ცოტა დრო უნდა რო გამოჩდეს.

      Delete
    6. აა კი გამოჩნდა ;)

      Delete
    7. ჩემთანაც ^^ ექაუნთს ვერიფიკაცია ჭირდებოდა, ეგ ვქენი და იმიტომ :))

      Delete
  4. უიმე რაში სჭირდება ნატალიას თქვენი სესხები :დ -_-

    ReplyDelete
    Replies
    1. ახლა ვნახე ეს კომენტარები, წავშალე სასწრაფოდ :დ

      Delete
    2. აჰაჰა, ძაან სასაცილო იყო :დ <3

      Delete