Tuesday, October 7, 2014

კვირის ფოტო


 Twiggy at Disneyland during her first visit to the U.S., 1967.

   LIFE-ს რომ უამრავი სხვადასხვა ცნობილი ადამიანის თუ მოვლენის ამსახველი ფოტოების დიდი საგანძური აქვს, ალბათ არავისთვისაა ახალი. ცოტა ხნის წინ შევედი მათ ვებ გვერდზე, ვათვალიერებდი მომღერლების, მსახიობების იშვიათ სურათებს და ყველაზე მეტად მაინც ეს ფოტო დამამახსოვრდა, როგორ ჭამს პირმოთხუპნული ტვიგი ნაყინს დისნეილენდში. თავისი ცნობილი, ტუშით აპრეხილი წამწამები კი დაბლა აქვს დახრილი.
 
   ყველა გოგოშია რაღაც განსაკუთრებული, უბრალოდ ამას აღმოჩენა ჭირდება. ყველაზე ლამაზები კი მაშინ არიან, როცა მთელი გულით არიან დაკავებული ნაყინის ჭამით :)  
 

2 comments:

  1. ჭორფლები, ჭორფლები!!! ვინ იფიქრებდა, რომ ტვიგი ნაყინს ჭამდა საერთოდ :-)

    ReplyDelete