ეს ყველაფერი მანამ, სანამ ქვეყანას სასაცილო, მსუქანი არსება - ჯორჯი მოევლინებოდა. მისმა დაბადებამ, რა თქმა უნდა პრესის ყურადღება გააასმაგა. თუმცა, სადღა დაგიდევდით ჩემს პროტესტს, სადაც კი ვარდისფერლოყება პრინცს მოვკრავდი თვალს, ყველა ამბავს ვკითხულობდი. მერე შევამჩნიე, რომ ქეით მიდლტონი ძალიან დახვეწილი გემოვნების გოგო ყოფილა. არც განსაკუთრებულად პომპეზურად იცვამდა, მაგრამ არც ერთ სტილში, მაგალითად, როგორც დედოფალი ელიზაბეტი, რომლის პიჯაკი და ქვედაბოლო უკვე მომაბეზრებელზე მომაბეზრებელი გახდა.
ეს outfit ხშირად აცვია და ძალიან მომწონს |
ქეითს ყოველთვის ისე აცვია, რომ გაიფიქრებ, ასე თავისუფლად ჩაიცვამდი მეგობართან ფინჯან ყავაზე, ან რომელიმე სხვა, ყოველდღიურ შეხვედრაზე. ცხადია, ყველაფერს ისე გვაწვდიან, რომ პრინცის მეუღლე კეთილი და უზადო გამოჩნდეს, თუმცა ფოტოებს რომ ვაკვირდები, ქეითი მაინც საკმაოდ უშუალო და კარგი გოგო მგონია. აი ისეთი, ქუჩაში შემთხვევით თუ შემოგხვდა, შეიძლება გაჩერდეს და გკითხოს, თუ სად შეიძინე ეს ლამაზი სანდლები. კარგით, ცოტა გადავაჭარბე. მაგრამ ქეითით ერთობ მოხიბლული ვარ და უკვე ჯორჯის გარეშეც მაინტერესებს :)
დღეს სოც.ქსელები ახალი ამბით აჭრელდა - ქეითი მეორე ბავშვზეა ორსულად და მალე ქვეყანას მეორე ფერხორციანი გუნდა მოევლინება. იმედია, ისიც ჯორჯივით კარგი იქნება :)
შეხედეთ, როგორი დიდებული ბავშვია. ამ დროს ალბათ დიდების მოსაწყენ საუბარს უსმენს და ერთი სული აქვს, როდის წაიყვანენ სახლში და საყვარელ ფაფას აჭმევენ.
პ.ს
ქეითის სტილზე საქებარ პოსტს ცალკე დავწერ :)