კირსტენ დანსტის გარეგნობა არასდროს მომწონდა. მაგრამ
W Magazine–ში მისი ბოლო
ფოტოსესია ვნახე და ისეთი კარგია, შეიძლება აზრი შევიცვალო. ამ საქმეში სოფია კოპოლას ხელიც ურევია, ნომრის რედაქტირებაზე ისიც იყო სპეციალური მიწვევით.
ფოტოებში ნამდვილი ზაფხული დგას, ცივ ლიმონათიანი, სწრაფად შეჭმული ნაყინებიანი და საღამოობით ჩახუთულ ჰაერიანი ზაფხული. რაც კირსტენის დამსახურებაცაა, თავის მაცდური ღიმილით და ნათელი თვალებით.
კირსტენი და სოფია - რა თემაა!!!
ReplyDeleteინტელექტუალური კინოს რეჟისორები რომ ირჩევენ, ზუსტად ისეთი გარეგნობა აქვს.
ამ ფოტოსესიით კიდევ ერთხელ მტკიცდება, რომ ქალურობა და ყვავილებიანი ზაფხულის კაბა მოდის მეტაფიზიკაა! :)
ყვავილებიანი კაბები რომ ასე აქტიურად აცვია ყველას, ისე მიხარია! სხვა რამე რომ იყოს ასე აქტუალური, ალბათ გამაღიზიანებდა, მაგრამ ყვავილებიანი კაბა – არასოდეს :))
Deleteჰო ! ბებიაჩემმა თქვა ჩემ ქვედაბოლოზე, ზუსტად ასეთები გვეცვა ახალგაზრდობაშიო. :) :)
ReplyDeleteუთვალავი (საბოლოოდ თვალადი, მაგრამ მაინც) ფილმი მაქვს დანსტის მონაწილეობით ნანახი და ჩემთვის ყველაზე "მაგრად" მაინც მარი ანტუანეტას როლთან ასოცირდება. როგორი თეთრი, ფითქინა კანი აქვს. ლამაზია, на любителя, როგორც იტყვიან :დ
ReplyDeleteმე ნამდვილ კირსტენს მაინც ფილმ "მელანქოლიაში" ვხედავ. ნამდვილი, სიცოცხლით სავსე. მხიარული, მაგრამ მაინც მელანქოლიური.
ReplyDelete