You've Got Mail მხოლოდ განმეორებით ნახვის შემდეგ გახდა ჩემი საყვარელი ფილმი. ფილმი, სადაც გაერთიანებულია 90-იანების მელოდრამის ხიბლი, ნიუ იორკის აურა, ახალგაზრდა, funny მეგ რაიანი და სხვა წვრილმანი, კარგი დეტალები.
ყველაზე დასამახსოვრებელი მაინც წიგნების პატარა, მყუდრო მაღაზია და კეტლინის ნიუ იორკული ბინაა.
სახლი მანჰეტენზეა, 328 West, 89-ე ქუჩაზე.
არაფერს არ შევცვლიდი ამ სახლში, უბრალოდ შევიდოდი და ვიცხოვრებდი.
ადგილი, სადაც მაღაზიის სცენებია გადაღებული, სინამდვილეში ყველის და ანტიკური ნივთების (?) მაღაზია იყო და დროებით "ითხოვეს" გადაღებებისთვის და გადააქციეს წიგნების მაღაზიად.
თქვენ რომელი ფილმის "პერსონაჟი" სახლი მოგწონთ?
ჩემს სხვა სახლ-პერსონაჟებზე მომდევნო პოსტებში გიამბობთ :)
ფოტო მასალა აღებულია აქედან.
მე კერი ბრედშოუს სახლი.
ReplyDeleteდა კეტლინის სახლიც.
მე ძალიან ბევრი სახლი მიყვარს, ქერის სახლი ერთ-ერთი ფავორიტია, ქამერონ დიასი ცხოვრობს ხოლმე როგორც წესი კარგ სახლებში, Before sunset-ში სელინის პატარა სახლი, under the Tuscan sun, Tideland, მზიანი, ნათელი ძველებური სახლები მიყვარს ძირითადად ბევრი ნივთები რომ ალაგია
ReplyDeleteმაგ ფილმს მეც სწორედ სახლების და ქუჩების გამო ვუყურებ. ახალი წელი რომ მოდის და კეტლინი რომ სულ ფეხით დადის, მეოცნებე სახით! ნაძვისხის სათამაშო რომ აქვს, სადაც ფოტო უნდა ჩასვა.
ReplyDeleteმე ძალიან ბევრი სახლი მომწონს ფილმებიდან და ყოველთვის ვაკვირდები ხოლმე ინტერიერს,განსაკუთრებით სამზარეულოები მომწონს ხოლმე.გამოვარჩევ ფილმს its complicated მერილ სტრიპის შესრულებით...და something gotta give
ReplyDelete