გრეის კელი ყოველთვის იყო ჩემი აღფრთოვანების ობიექტი. საოცრად ქალური, დახვეწილი და გემოვნებიანი. მისი სტილი ბევრისთვის გამხდარა ინსპირაციის წყარო (მაგ. ქეით მიდლტონის საქორწინო კაბა, კელის საქორწინო კაბის მიხედვით შეიქმნა).
ფრანგულმა ვოგმა განყოფილებაში Fashion Inspiration კელის სტატია მიუძღვნა, სადაც ძირითადად საუბარია მის ჩაცმის სტილზე. ასევე ნახსენებია, როგორი მოხიბლული იყო ჰიჩკოკი გრეისით: "Hitchcock was fascinated by the contrast between cold charm and intense sensuality that Grace Kelly radiated, which was characterized by screen costumes that seemed modest at first glance but later revealed glimpses of her feminine figure."
მთლიანი სტატიის (და კარგი ფოტოების) სანახავად, გადადით ლინკზე.
2014 წელს კი კინოეკრანებზე ახალი ფილმი გამოდის, Grace of Monaco, სადაც გრეის კელის როლს ნიკოლ კიდმანი ასრულებს. კიდმანი არასდროს მომწონდა, მაგრამ ვთვლი რომ კარგი არჩევანია ამ როლისთვის. ჟურნალ Vanity Fair-ის დეკემბრის ნომერში სწორედ ამ ფაქტზე იქნება სტატია.
როგორ ველოდები!
ReplyDeleteგრეის კელის ფილმებს ბოლო თვეებია გავეცანი და შემიყვარდა.
განსაკუთრებით მისი უცნაური დაღუპვის ამბავი მხიბლავს, რომელიც ჰიჩთანაა დაკავშირებული.