Monday, September 8, 2014

პატარა [მსუქანი] პრინცი

   სამეფო ოჯახი არასდროს მიყვარდა. არა, უფრო ოჯახი კი არა, მათ მიმართ მედიის დამოკიდებულება არ მეხატებოდა გულზე.  ქეით მიდლტონის დას, პიპასაც კი, უამრავი პაპარაცი რომ დასდევდა და მისი ჩაცმულობის ყველა დეტალს ცალკე სტატია ეძღვნებოდა. პროტესტის ნიშნად, ყველა ავითვალწუნე და ყველა ნიუსს, რომელიც მათ ეხებოდა, თვალს ვარიდებდი.



   ეს ყველაფერი მანამ, სანამ ქვეყანას სასაცილო, მსუქანი არსება - ჯორჯი მოევლინებოდა. მისმა დაბადებამ, რა თქმა უნდა პრესის ყურადღება გააასმაგა. თუმცა, სადღა დაგიდევდით ჩემს პროტესტს, სადაც კი ვარდისფერლოყება პრინცს მოვკრავდი თვალს, ყველა ამბავს ვკითხულობდი. მერე შევამჩნიე, რომ ქეით მიდლტონი ძალიან დახვეწილი გემოვნების გოგო ყოფილა. არც განსაკუთრებულად პომპეზურად იცვამდა, მაგრამ არც ერთ სტილში, მაგალითად, როგორც დედოფალი ელიზაბეტი, რომლის პიჯაკი და ქვედაბოლო უკვე მომაბეზრებელზე მომაბეზრებელი გახდა.

ეს outfit ხშირად აცვია და ძალიან მომწონს

   ქეითს ყოველთვის ისე აცვია, რომ გაიფიქრებ, ასე თავისუფლად ჩაიცვამდი მეგობართან ფინჯან ყავაზე, ან რომელიმე სხვა, ყოველდღიურ შეხვედრაზე. ცხადია, ყველაფერს ისე  გვაწვდიან, რომ პრინცის მეუღლე კეთილი და უზადო გამოჩნდეს, თუმცა ფოტოებს რომ ვაკვირდები, ქეითი მაინც საკმაოდ უშუალო და კარგი გოგო მგონია. აი ისეთი, ქუჩაში შემთხვევით თუ შემოგხვდა, შეიძლება გაჩერდეს და გკითხოს, თუ სად შეიძინე ეს ლამაზი სანდლები. კარგით, ცოტა გადავაჭარბე. მაგრამ ქეითით ერთობ მოხიბლული ვარ და უკვე ჯორჯის გარეშეც მაინტერესებს :)

 დღეს სოც.ქსელები ახალი ამბით აჭრელდა - ქეითი მეორე ბავშვზეა ორსულად და მალე ქვეყანას მეორე ფერხორციანი გუნდა მოევლინება. იმედია, ისიც ჯორჯივით კარგი იქნება :)



  შეხედეთ, როგორი დიდებული ბავშვია. ამ დროს ალბათ დიდების მოსაწყენ საუბარს უსმენს და ერთი სული აქვს, როდის წაიყვანენ სახლში და საყვარელ ფაფას აჭმევენ.

პ.ს
 ქეითის სტილზე საქებარ პოსტს ცალკე დავწერ :)

6 comments:

  1. პრინც ჰარის უთქვამს, ერთი გოგო იქნებოდეს მეორე, მერე ვნახავ შენს ტანჯვასო :)))

    მეც მომწონს და ზუსტად ასეთი რეაქცია მქონდა პიპას ნიუსებზე... :)

    თავიდანვე ამოიღო მიზანში ვილიამი. იმ სკოლებში აბარებდა, სადაც ის სწავლობდა და მიაღწია კიდეც მიზანს. მშობლებიც ხელს უწყობდნენ. ცოტა წარბის ფორმას და თმას შევუცვლიდი, თორემ მეც მომწონს, მომხიბლავი ღიმილი აქვს.

    ძმები რაღაცნაირად მეცოდება, დედა რომ არ ჰყავთ, ზოგ ფოტოზე სევდიანი თვალები აქვთ. ვილიამი ძალიან გავს დედამისს სახეზე.

    ReplyDelete
    Replies
    1. ეგეთი თავდადებაც დასაფასებელია, ქეითს რაც ჩაუდენია :)) წარმომიდგენია ოჯახი როგორ უწყობდა ხელს, პრინცისთვის რომ მიეთხოვებინათ :დ

      Delete
    2. რა გადაპატიჟება იქნებოდა :))))))

      Delete
    3. ეს ბავშვი მართლა საოცრებაა!

      Delete
  2. მე ქეითი ყოველთვის მომწონდა, თან ესენიც 2011-ში დაქორწინდნენ. ოღონდ პრინცესობამდე ქეითი უფრო ლამაზი იყო, ახლა ძალიან არის გამხდარი, ალბათ იმიტომ, რომ მთელი მსოფლიო უყურებს და ცხოვრებას არ აცდის.
    ჯორჯი კიდევ ნამდვილი ბურთია და სახელიც ლამაზი ჰქვია.
    გამიხარდა ახალი ამბავი, თუ სიმართლეა, რა თქმა უნდა.

    ReplyDelete
    Replies
    1. კი სოფი, სიმართლეა, ყველა ჟურნალი ამაზე წერს და არა მგონია, ტყუილად აეტეხათ ეს ამბავი. თან პრინც ჰარიმაც დაადასტურა და გვარიანად იხუმრა ამ თემაზე :))

      Delete