Bored Panda-ზე ერთი სტატია ვნახე, სიტყვებზე, რომლებიც სხვა ენებზე პირდაპირ არ ითარგმნება.
ბევრი საინტერესო სიტყვა იყო (რომლებიც ზემოთ მოცემულ ლინკში შეგიძლიათ თავადაც ნახოთ), მაგრამ ერთი განსაკუთრებით მომეწონა.
Fernweh (გერმანული) - feeling homesick for a place you have never been to.
ორი ქალაქი გამახსენდა. მათი იმდენი ფოტო მაქვს ნანახი, უკვე მგონია, რომ ნამყოფი ვარ და ხანდახან საშინლად მენატრება.
დუბროვნიკი
ყველაზე ლურჯზღვიანი და წითელკრამიტებიანი ქალაქი.
ბრიუგე
ყველას უყვარს ბრიუგე (ყველას თუ არა, იმათ მაინც, ვისაც ეს ფილმი უნახავს).
თქვენ თუ გაქვთ ასეთი ადგილები?
ფოტოები: დუბროვნიკი, ბრიუგე
ვენეცია... ოხ, როგორ მიყვარს. რომ მახსენდება, თითქოს ისევ იქ ვბრუნდები, თავისუფალი, უდარდელი და შეყვარებული (იმ პერიოდში კონკრეტულად არავიზე, მაგრამ თვითონ სიყვარულის იდეაზე)...
ReplyDeleteრა კარგი პოსტია, დაღლილი გონება განმიტვირთა. მადლობა, ნატალია.
Lisbon so far : ) Stockholm
ReplyDelete