- ერიხ მარია რემარკი, ჟამი სიცოცხლისა და ჟამი სიკვდილისა.
ეს ჩემი საყვარელი საუზმის ეპიზოდია.
საუზმობთ დილით? ჩემ გარშემო უმეტესობა ამბობს რომ - არა. არ ვიცი სხვა ქვეყნებში ამ მხრივ სტატისტიკა როგორია, მაგრამ ჩვენთან ბევრი დილას მხოლოდ ყავით იწყებს (გამოგიტყდებით, რომ მათი ძალიან მშურს, კუჭი ასეთი ფუფუნების საშუალებას რომ აძლევს). ჩემთვის საუზმე წმინდათაწმინდა აქტია, რიტუალი. მართალია ამ რიტუალს გადარბენით ვასრულებ, მაგრამ ბოლო წლებში თითზე ჩამოსათვლელი დღეები მახსენდება, როცა არ მისაუზმია.
ბოლო პერიოდში საკმაოდ ბევრი სტატია ვნახე მსგავს თემაზე - რას მიირთმევენ საუზმეზე სხვადასხვა ქვეყნის ბავშვები, რამდენ საკვებს ჭამენ დღის განმავლობაში სხვადასხვა ეროვნების ოჯახები და ა.შ
გადავწყვიტე, ჩემი მეგობრებისთვის მეთხოვა, თავიანთი საუზმის ფოტოები გამოეგზავნათ. ზოგიერთმა ასევე საკუთარი ისტორია მომიყვა, რომელიც ამ კონკრეტულ ფოტოსთან, ან რომელიმე სხვა საუზმესთან იყო დაკავშირებული. აღმოჩნდა, რომ ჩემი მეგობრები ბევრს მოგზაურობენ, ან სულაც, ცხოვრობენ საზღვარგარეთ. ამიტომ ევროპის სხვადასხვა ქალაქებიდან ბევრი საუზმე დამიგროვდა.
მოემზადეთ, წინ იმდენი კარგი ფოტო და ამბავი გელოდებათ, მშურს, რომ პირველად გიწევთ წაკითხვა. იმედია, ნასაუზმები ხართ :)
ანა ილურიძე. Travessa da Portuguesa, ლისაბონი, პორტუგალია. 2014 წელი, მაისი.
"ლისაბონის ერთი ბედნიერი დილის ან უფრო შუადღის მარა ნამდვილად საუზმის ფოტოს მოგაშველებ - მანგო, ყველი, ბეკონი, გახუხული პური და ვაშლის ღვეზელი."
___________________________________________________________
ლეა ბაკურიძე, 1 წლის და 10 თვის, ბათუმი, 2014 |
მარი კორინთელი (ლეას დედა):
"ერთი საუზმე მახსოვს. ლეა იყო სადღაც ათი დღის, სახლში მარტო ვიყავით მე და ლეა. ეგ ხო გუდურა იყო თავიდან და მე დავასწარი ადგომა, წყნარად მოვიმზადე საუზმე, შევალაგე სკამზე ფეხები, მოვიდგი რადიოძიძა. უცებ რადიოძიძაში მაგის კრუტუნი გავიგე, ტირილი კი არა, უაზრო ბგერები, რაღაცას ღუღუნებდა და სუნთქავდა. აი, ვერ აღვწერ, რა ვიგრძენი. არ წამოვმდგარვარ, ცოტა ხანს ვიჯექი სამზარეულოში, დეკემბრის მზიანი დილა იყო, მე ცოტა მციოდა შიშველ ფეხებზე და ჩემი სამზარეულო სავსე იყო ლეას უაზრო ღუღუნით და რაღაცნაირად მივხვდი, რომ არც ბევრი ფული მჭირდებოდა, არც წარმატება და არც არაფერი, რადიოძიძადან ისმოდა ყველაფერი, რაც იმ მომენტში ჩემთვის იყო სასიცოცხლოდ აუცილებელი."
___________________________________________________________
ჯემა ბეჟანიძე,
თბილისი, ოქტომბერი 2014
"ჩემი საუზმის არსებობა-არარსებობა დამოკიდებულია იმაზე, რომელ საათზე შევძლებ საწოლიდან ადგომას და რამდენად მეჩქარება სამსახურში, ამიტომ, როგორც წესი, სასაუზმოდ უკვე მზა პროდუქტები მაქვს მომარაგებული ხოლმე."
___________________________________________________________
შორენა ტატიშვილი, სანტორინი, საბერძნეთი. სექტემბერი, 2013 წელი.
"ეს იყო პირველი ჩვენი საუზმე საბერძნეთში, უკვე გამოძინებულ–დასვენებულზე რომ შევიგრძენით იქაურობის არაამქვეყნიური სილამაზე, როცა გვინდოდა მაშინ რომ ავდექით და რომ გამოვიზლაზნეთ აუზთან და ვთხოვეთ იმ ოჯახს საუზმე, მოგვიტანეს ეს. რა არის მანდ, განსაკუთრებული არაფერი, მაგრამ ისე გემრიელად იჭმეოდა რომ.."
___________________________________________________________
სალომე ბენიძე, თბილისი, სექტემბერი, 2013.
"ჩემი ყველაზე კარგი საუზმეების შესახებ მოგიყვე? ვილნიუსში რომ ვცხოვრობდი, ზამთარში, ძაან რომ ციოდა, დილაობით ჩემი იტალიელი მეგობრები ხუხავდნენ პურს და ადუღებდნენ მოკას და მთელ სართულზე იდგა მოკას, ტოსტების და დამდნარი კარაქის სუნი. ჰოდა, დილით რომ გამოვდიოდი, ხალათით, გარეთ თოვდა და ციოდა, ვისხედით სამზარეულოში და ვსვამდით მოკას და ვჭამდით კარაქიან ტოსტებს.. ის მოკას მადუღარა ახლა ჩემთანა, მაჩუქეს."
სალომე, აგვისტო 2014 |
___________________________________________________________
___________________________________________________________
ნატა კოჭლაშვილი, თბილისი, ოქტომბერი 2014.
___________________________________________________________
მარიამ გიგუაშვილი, გრანადა, ესპანეთი, 5 აგვისტო 2014.
"ანდალუსიური ლორიანი და ყველიანი ომლეტია. ესპანეთში მიმტანები ისე გემსახურებიან, თითქოს შენს გარდა ათასი საქმე აქვთ კიდევ გასაკეთებელი, თუმცა შენ იმდენად განსაკუთრებულად მიგიჩნიეს, რომ რამდენიმე წუთით ყველაფერი გვერდზე გადადეს და ახლა შენ წინ დგანან სრულ მზადყოფნაში თავიანთი სამხრეთული ღიმილით. არადა მართლა ეგრეა, მარტო ჩემს მაგიდას გადააფარეს თხელი ლურჯი ქაღალდის სუფრა..."
პოტსდამერ პლატცი, ბერლინი, დეკემბერი, 2012 |
- ამ ფოტოზე თუ გაქვს რამე ისტორია?
- არა ისეთი ისტორია არაფერი აქვს, ელენე იჯდა ჩემს გვერდით და ხატავდა.
___________________________________________________________
დავით ბახსოლიანი, ყელიწადის ტბა, სექტემბერი 2013.
___________________________________________________________
ნათია ფერაძე, თბილისი, 10 ოქტომბერი, 2014
___________________________________________________________
თამარ გოგოხია, პეტერბურგი, 2014.
___________________________________________________________
თამთა ჭალიძე, თბილისი, ოქტომბერი 2014.
"ჩემი ჯანსაღი საუზმე, რომლის გაკეთებასაც 2-3 წუთი უნდა - ბანანი, უცხიმო ხაჭო, რძე, გერკულესი, ვანილი. ვაბლენდერებ. ცოტა თხილს ვუშვები ხანდახან. ძალიან ტკბილიც არ გამოდის და სწრფად კეთდება/იჭმევა. მე სულ მაგვიანდება დილით და მისწრებაა ეს, მსუყეა და კარგად განაყრებს."
___________________________________________________________
გიორგი კარანაძე, თბილისი, ოქტომბერი 2014.
"ეს ჩემი საყვარელი ჭიქაა, წარწერა: I love you like a hobbit loves second breakfast."
___________________________________________________________
პერწკლი, დიკლო, თუშეთი, 2012.
"თუშეთია ეს, დიკლო, მესაზღვრეების ბლოკპოსტი, სიცივე. მაგათ ვესტუმრეთ, ჰქონდათ გაგუზგუზებული შეშის ღუმელი, თავისი გამომცხვარი პურები და იქაური ჩაი, რომელზეც უარი ვთქვით და ყავა დაგვალევინეს. დურბინდი დავითრიე და ეს ფოტო გადავიღე."
___________________________________________________________
მათე მაყაშვილი, რადებოილი, გერმანია, აგვისტო 2014.
"საუზმედ გვქონდა თაფლი, კარაქი, ყველი, შოკოლადი, კაკაო, ყავა, შემწვარი შაშხი კვერცხთან ერთად, ხლოპიები და რძე."
___________________________________________________________
ანა გიგუაშვილი, ოქსფორდი, ინგლისი, ოქტომბერი 2014.
"ოქსფორდული დილები რაღცნაირია, მყუდრო და ძალიან დილაადრიანად იწყება. თუ თორნიკე დილით ჩემ გაღვიძებამდე არ გადის სახლიდან, მაშინ ერთად ვსაუზმობთ. თუ არადა, თორნიკე უნივერსიტეტში სვამს ყავას, მე კიდევ თუ ცუდი ამინდი არაა და სახლში არ მირჩევნია ყოფნა, გავდივარ ველოსიპედით სტარბაქსში ან კოსტასთან და იქ მივირთმევ რა თქმა უნდა ამერიკანოს : ) ამ დროს ოქსფორდის ქუჩების და სახლების თვალიერება ყველაზე მყუდრო და ბედნიერი საქმიანობაა."
___________________________________________________________
ლელა ბულისკერია, თბილისი, ოქტომბერი 2014.
"ჩემი აზრით საუკეთესო საუზმე იცი რომელია? კარგად გამოძინებულზე რომ მიირთმევ აი ეგ."
___________________________________________________________
კედი, თბილისი, ოქტომბერი 2014.
"ნევერლენდის დაკარგული ბიჭები საუზმობის რიტუალს არ ასრულებენ. ისინი დგებიან, თვალებს იფშვნეტენ და ჰოპ! უკვე კუნძულის სხვადასხვა მხარეს არიან. მე მათ მაგივრად ვუსვამ პურს კარაქს, ვაკეთებ ყველიან ბუტერბროდებს, ვწვავ ყიყლიყოს და სანამ სხვებს გაეღვიძებათ, მაგიდის თავში მარტო ვჯდები და ცხელი კაკაოს ჭიქაზე ხელებს ვითბობ. ვითომ მათ მოსვლას ვუცდი.
___________________________________________________________
ნატა ობოლაძე, სტამბული, თურქეთი. ოქტომბერი 2014
___________________________________________________________
ნინო სოხაძე, Café Granja La Pallaresa, ბარსელონა, ესპანეთი. სექტემბერი 2014.
" ფოტოზე ჩუროსია, ესპანური ტკბილეული, რომელსაც მიირთმევენ შოკოლადთან ერთად. ეს საუზმე ძალიან გემრიელი და განსაკუთრებული იყო. ბოლო დილას, ბარსელონაში მარტო ბოდიალისას, შევედი ამ პატარა კაფეში. შესვლისთანავე შემომეგება შუახნის ბაბუ, ღიმილით. თავისუფალი ადგილის მოძებნაში დამეხმარა. კაფეს მომსახურე პერსონალი, სულ ესპანელი ბაბუებისგან შედგებოდა, რომლებიც ღიმილიანი სახეებით დაუღალავად დაფუსფუსებდნენ მაგიდებს შორის... ეს იყო ალბათ ყველაზე გემრიელი და ესპანური საუზმე, ჩემი იქ ყოფნის პერიოდში, გარდა იმისა, რომ ყველაფერი საოცრად გემრიელი იყო, ამ პატარა და უბრალო კაფეს სიმყუდროვემ ძალიან დიდი შთაბეჭდილება მოახდინა ჩემზე."
___________________________________________________________
* * *
ჩემი პირადი საუზმეების გახსენებისას, ძალიან გამიჭირდა ერთი რომელიმეს გამოყოფა; მაგრამ კარგად რომ დავფიქრდი, მივხვდი, რომ ყველაზე კარგი დილები ჩემი მეგობრების - ანას და მარის სახლში მქონია.
მარი ისეთ სიმღერას ჩართავდა, რომელიც ზუსტად იმ დილისთვის იყო განკუთვნილი. სამივე მათ მზიან სამზარეულოში დავსხდებოდით, ვსვამდით ფინჯან ყავას, ვლაპარაკობდით ათას რამეზე და გეფიცებით, დრო უფრო ნელა გადიოდა, ვიდრე სხვა დროს. ამიტომ ყველაფერს ვასწრებდით - ცხელი ყავის ხვრეპასაც და ლაპარაკსაც. იმ დილებში მნიშვნელოვანი უფრო მეტად განწყობა იყო და არა საუზმის რაციონი.
ანას და მარის სახლი, თბილისი, 2011 წელი. |
რა კარგი ფოტოები და რა კარგი ამბები!
ReplyDeleteმე დედამ მიმაჩვია დილით საუზმობას ბავშვობიდან და ამას ძალიან ვუმადლი. ბევრს ნიშნავს დილის საუზმე ჯანმრთელობის მხრივ და ისედაც! :)
მე და ლაშა სამუშაო დღეებში ერთად ვერ ვახერხებთ საუზმობას, მაგრამ შაბათკვირას ვინაზღაურებთ ხოლმე! საკვირაო მსახურების შემდეგ ან სახლში ვიმზადებთ რამეს, ან გარეთ ვსაუზმობთ. სამუშაო დღეებში კოლეგებთან ერთად ვსაუზმობ, პატარა სამზარეულო გვაქვს, იქ ერთად, რიტუალურად ვსვამთ ყავას და გეახლებით მის მისაყოლებლებს. :)
სამსახურის ყავის სმებიც ძალიან მიყვარს, ცალკე სამზარეულო არ გვაქვს ჩვენ, მაგრამ ოთახში ვსვამთ და ყავის სუნი რომ დატრიალდება, ვინმეს გემრიელობა აქვს თან წამოღებული, ვილუკმებით და თან ცხელ–ცხელ ყავას ვაყოლებთ, ერთი ბედნიერებაა ხოლმე :)
Deleteჩემი საუზმე დილას ყავა და ატმის პეროგი, ბისკვიტში ვიყიდე გადასარევი გამოდგა <3
ReplyDeleteტკბილი საუზმეები იშვიათად მაქვს, მაგრამ ძალიან მიყვარს <3
Deleteყველა საუზმე (სადილიც და ვახსამიც) მშვენიერია, ოღონდ როდესაც სხვა გიკეთებს :D
ReplyDeleteგემრიელად გამოიყურებოდა ყველაფერი ))
ReplyDeleteმაგრამ ან ხორციანები იყო უმეტესობა , ან ძალიან ტკბილი და მსუყე. არადა, საუზმე მსუბუქი უნდა იყოს, მეტი ბოსტნეული, ან მეტი ხილი, ან მეტი სითხე...