Friday, November 29, 2013

Friday Evening

Jackie Kennedy Biking in Central Park, in New York City

A world of pickles


საინტერესო პარასკევ საღამოს და შაბათ-კვირას გისურვებთ!


პ.ს რა გეგმები გაქვთ? :)

The Magic of Snowflakes



     ეს საოცარი ფოტოები რუს ფოტოგრაფს, ალექსეი კლიატოვს ეკუთვნის, რომელმაც ფოტოაპარატზე დამატებითი მოწყობილობების დამონტაჟების საშუალებით, ფიფქების  რთული "ანატომიის" დანახვის საშუალება მოგვცა.


   როგორც თავად ამბობს, ბუნებრივი განათებისთვის ხშირად ფონად შალის მუქ ქსოვილს იყენებდა.


  
 

Wednesday, November 27, 2013

Three Colors: Red Blue Green



Elie Saab Autumn/Winter 2013-14

 ფოტო ბონუსად:


Favorite holiday movies?

 

 Harper's Bazaar-ში Andrew Saffir დღესასწაულებზე სანახავი ფილმების თავის ათეულს გვთავაზობს.

    მე ბოლომდე არ ვეთანხმები და ვაპირებ ჩემი საკუთარი სია შევადგინო. მანამდე კი, გაეცანით და მითხარით, თქვენ რომელს აირჩევდით ან დაუმატებდით? :)

photo source 

Tuesday, November 26, 2013

У природы нет плохой погоды

    თბილისში ძალიან ლამაზი შემოდგომა დგას. დილაობით ნისლში მზე ანათებს და თან ისეთი სუსხია, ცხვირი გეყინება.

  






Sunday, November 24, 2013

Grace de Monaco

  
   გრეის კელი ყოველთვის იყო ჩემი აღფრთოვანების ობიექტი. საოცრად ქალური, დახვეწილი და გემოვნებიანი. მისი სტილი ბევრისთვის გამხდარა ინსპირაციის წყარო (მაგ. ქეით მიდლტონის საქორწინო კაბა, კელის საქორწინო კაბის მიხედვით შეიქმნა).
 
    ფრანგულმა ვოგმა განყოფილებაში Fashion Inspiration კელის სტატია მიუძღვნა, სადაც ძირითადად საუბარია მის ჩაცმის სტილზე. ასევე ნახსენებია, როგორი მოხიბლული იყო ჰიჩკოკი გრეისით: "Hitchcock was fascinated by the contrast between cold charm and intense sensuality that Grace Kelly radiated, which was characterized by screen costumes that seemed modest at first glance but later revealed glimpses of her feminine figure."  

  მთლიანი სტატიის (და კარგი ფოტოების) სანახავად, გადადით ლინკზე.
 
Hermès-ის Kelly bag

   2014 წელს კი კინოეკრანებზე ახალი ფილმი გამოდის, Grace of Monaco, სადაც გრეის კელის როლს ნიკოლ კიდმანი ასრულებს. კიდმანი არასდროს მომწონდა, მაგრამ ვთვლი რომ კარგი არჩევანია ამ როლისთვის. ჟურნალ Vanity Fair-ის დეკემბრის ნომერში სწორედ ამ ფაქტზე იქნება სტატია.

Saturday, November 23, 2013

Love as a disease

   "I love you. 
   Oh God.. oh, my God, that just came flying out of my face. 
   I love you. 
  I just...I did it again.
  I love you. I do. I just, I love you. 
 And I have been trying not to say it.  I have been trying so hard to just mash it down and ignore it and not say it… 
 I am so in love with you. 
 You’re in me. You’re like — it’s like you’re a disease. It’s like I am infected by Mark Sloan and I just can’t think about anything or anybody and I can’t sleep. I can’t breathe. I can’t eat. 
  And I love you. 
 I love you all the time.
 Every minute of every day. 
I love you."

  ფილმებში ბევრი სიყვარულის ახსნა, კოცნა და სხვა sweet მომენტები გვინახავს. რომლებიც გულისცემას გიხშირებს, გაცინებს, გატირებს..

   მათ შორის, ეს არის ყველაზე ამაღელვებელი სიყვარულის ახსნა, რაც კი აქამდე მინახავს.

 ვიდეოს სანახავად გადადით ლინკზე

(სამწუხაროდ embed კოდი არ აქვს)


პ.ს ბედნიერ შაბათ-კვირას გისურვებთ :)

Friday, November 22, 2013

A Journey through Middle-earth

   ბეჭდების მბრძანებლის და ჰობიტის მოყვარულებს ახლა უკვე შეუძლიათ შუამიწეთში ანუ Middle-earth-ში იმოგზაურონ.

   რუკა თავად ტოლკინის დახმარებით გაკეთდა, თავის დროზე მან შექმნა შუამიწეთის რამდენიმე რუკა, Google earth-ის დახმარებით კი ამ საოცნებო მხარეში მოგზაურობა გახდა შესაძლებელი.

დაიწყეთ მოგზაურობა!

Christmas Jumpers

    ჟურნალში Harper's Bazaar გადავაწყდი საშობაო ჯემპრების ფოტოებს.


  ჩემი ფავორიტია French Connecition-ის ეული პოლარული დათვი:
 
 
 დანარჩენი ფოტოები შეგიძლიათ იხილოთ აქ. თქვენ რომელი მოგეწონათ? :)

Wednesday, November 20, 2013

Jingle all the way

   სადაცაა ქუჩები მოციმციმე ნათურებით აბრჭყვიალდება და ღამღამობით კოკა-კოლას მანქანები ივლიან.

 მიყვარს ეს პერიოდი, წინასაახალწლო.

 
კალათბურთელები უკვე ზრუნავენ ჩვენს განწყობაზე : )


 



თქვენ რა გიყვართ ყველაზე მეტად დღესასწაულებში? : )


Food porn

    Food photography ჩემი ერთ-ერთი გატაცებაა. სამსახურში საათობით შემიძლია ვათვალიერო სენდვიჩების, სალათების და შებოლილი ხორცეულის ფოტოები. შესაბამისად, ჩემს დესკტოპზე ფოლდერი, Facebook-ზე კი ალბომი შეიქმნა სახელწოდებით Food Porn.

  Be my guest









ცოტა რამ სამზარეულოში წასაკითხი ბლოგის შესახებ

   ვინაიდან ჩემი მთავარი ბლოგი ძირითადად უხმეტყველია, ხანდახან კი მინდება, საინტერესო ვიდეო ან ფოტო დავდო და პოსტის სახით შემოვინახო, რაც "უხვმეტყველად" არ გამოდის.

   ამიტომ, შეიქმნა ეს ბლოგი, ისეთივე მსუბუქი, როგორიცაა homemade ლიმონათი პიტნის არომატით.